კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
1 ივლისის ანონსი
ანონსი

09:00 საათზე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებას გააკეთებს (ტექნიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი). 
საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე - 577 500 935

10:00 საათზე - „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 27 თანამშრომელი ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რომელთან დაკავშირებითაც, სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ. 
მის: ვაჟა–ფშაველას I შესახვ. 1/43, (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შენობა) 

11:00 საათზე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: შალვა დადიანის ქ. 2, ევროპის სახლი

11:00 საათზე - „თავისუფალი დემოკრატები“ ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კამპანიას - „თავისუფლება ჯარისკაცებს" განაახლებენ. 

11:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი“ გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. 

11:30 საათზე - „პრაიმტაიმის" პრესკლუბში „აუდიტორია 115“-ის წვერები პრესონფერენციას გამართავენ.
თემა: როგორ დასრულდა აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები, რას გეგმავენ სტუდენტები

11:45 საათზე - სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ევროპის საბჭო ციხის ჯანდაცვის 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შუალედური შეფასების ანგარიშს წარადგენს. 

12:00 საათზე - სამხედრო ექსპერტი, უფროსი ლეიტენანტი დავით ნემსაძე "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ოპერაცია "ანაკონდა" და მასში მონაწილეობის საკითხები, სამხედრო სავალდებულო ჯარის გაუქმების უკანონობა, მუქარა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

12:00 საათზე - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის დასაქმების ფორუმს იწყებს.
მის: ინოვაციების ქ. 7 (ტექნოპარკი).

12:00 საათზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, "მემარცხენე ალიანსის" თიანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი არჩემაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: კოსტავას ქ. 68 
საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642 

12:00 საათზე - სასტუმრო „რედისონში“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. 

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

12:30 საათზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, „ტერორიზმის ცენტრის ხელმძღვანელი“ ბადრი ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: რეკომედაციები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მოსალოდნელი ტერორისტული აქტის დროს; საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია რეკომენდაცია თურქეთში არგამგზავრების შესახებ; ტურები ეგვიპტეში და ტერორიზმის საფრთხე.

13:00 საათზე - ყოფილი პატიმარი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 

13:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სამომავლოდ პლატფორმის შექმნის მიზნით საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართება, რომელიც უმაღლესი განათლების და მეცნიერების საკითხებზე იმუშავებს. 
საკონტაქტო პირი: ნატა ასათიანი 599 29 00 99

14:00 საათზე - სურამში, ბაიანთხევის პარკში, ფესტივალი "არტ-გენი" გაიმართება. 

15:00 საათზე - პარტიის ოფისში, ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა ლიდერებთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.
საკონტაქტო პირი: ინგა სამხარაძე 593 32 99 91

15:30 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

16:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

19:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი პარლამენტის“ მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. 
მის: კოსტავას ქ. #14, სასტუმრო „რუმსი“ 
საკონტაქტო პირი: მარიამ ჩარკვიანი 555 42 24 00

19:00 საათზე - სოფელ მარაბდაში 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დაცემული გმირების უკვდავყოფის მიზნით, ღონისძიება გაიმართება. 
მის: სოფ. მარაბდა, ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის მემორიალი.
საკონტაქტო პირი: ზაირა მიქატაძე 598 59 46 55

19:00 საათზე - „თიბისი გალერეაში“ ქართველი ხელოვანები 26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად, გამოფენა-გაყიდვას გამართავენ. 
მის: მარჯანიშვილის ქ. 7, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისი.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები