ანონსი
30 ივნისის ანონსი
ანონსი
09:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე- „რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სულხან მოლაშვილის წამებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

11:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენრო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობასა
და OECD-ის დელეგაციას შორის უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართება.

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციულ საჩივარს წარადგენს.

12:00 საათზე - “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრებს წარადგენს.
საკონტაქტო პირი: ინგა სამხარაძე 593 32 99 91

12:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი მარიამ ფირცხალაიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: რა უშლის ხელს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებას 2016 წლიდან, რა გეგმა აქვს პოლიტიკურ პარტიებს გარემოს უსაფრთხოებაზე, რა პრევენციებს ითვალისწინებს სახელმწიფო?

13:00 საათზე - მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნება. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრება.
მის: ისანი-კახეთის შესასვლელი N4 საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი 558240770

13:00 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ცესკო-ს განახლებული ვებ-გვერდის და ინოვაციური სერვისების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია წარადგენს.
მის: თავისუფლების მოედანი №4
საკონტაქტო პირი: ლალი ლაშხი 577 710 079

13:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სულხან მოლაშვილის წამებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

14:00 საათზე - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი დოკუმენტური ფილმების კინოსტუდია „მემატიანეს“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საცავებს ესტუმრებიან.

20:00 საათზე - ახალციხელობის დღესასწაულზე, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ანსამბლ „შვიდკაცას“, სოფო და ბორის ბედიების, თემურ ყვითელაშვილისა და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება.
Print