კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
29 ივნისის ანონსი
ანონსი
10:30 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში სახელმწიფო შესყიდვების თემაზე საჯარო განხილვა გაიმართება.

10:30 საათზე - ტექნოპარკში, საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელ პირთა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა N 7.

11:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი ბრიფინგს გამართავს.

11:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიამონიტორინგის ანგარიშის - „ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი“ პრეზენტაციას გამართავს.

11:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.

11:30 საათზე - ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში NBA-ს საზაფხულო კემპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

11:30 საათზე - კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე საგამოფენო დარბაზში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დაათვალიერებენ.

12:00 საათზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, "მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას პარტია "მემარცხენე ალიანსს", როგორც საარჩევნო სუბიექტს წარუდგენს.
მის: კოსტავას ქ. 68; საკონტაქტო ნომერი: 577 10 99 88; 577 13 90 00

12:00 საათზე - ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები“ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: არასამთავრობო ორგანიზაცია ლეონიდ ჩერნოვეცკის საქმიანობასთან დაკაშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ და ხელისუფლებას მიმართავენ.

13:00 საათზე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოვებს.
მის: უზნაძის N 52

13:00 საათზე - ახალ სპორტის სასახლეში რაგბის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან შეხვედრა გაიმართება.

13:00 საათზე - კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - 2016” გახსნის ცერემონია გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი, #4, სასტუმრო „სიტადინი“

13:15 საათზე - ტექნოპარკში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა N 7.

14:00 საათზე - ტექნოპარკში, საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ორგანიზებით, პირველი მასშტაბური კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი თემა საქართველოში სოციალური სერვისების განვითარებაა.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა N 7.

17:00 საათზე - ცნობილი ირლანდიელი კასტინგ მენეჯერი რიჩარდ ქუქი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ქართველი მსახიობებისთვის და სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.

18:00 საათზე - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ეგიდით, ფესტივალ „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ანსამბლი „სახიობა“სოლო კონცერტს გამართავს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები